კანის დატენიანება
ხელების სილამაზისთვის მეტად მნიშვნელოვანია დატენიანება და კვება.
მშრალი კანისთვის გამოიყენეთ ზეთის აბაზანები, თითები ჩაუშვით 10-15 წთ. მზესუმზირის ან ზეითუნის
ზეთში.
მტვრევადი ფრჩხილების არსებობისას აბაზანას დაამატეთ 4-5 წვეთი იოდი.
უხეში კანი გაიწმინდეთ ახლადგახეხილი კიტრით და შემდეგა წაისვით ცხიმიანი, მკვებავი საცხი, რომელიც
შეგიძლიათ თავად დაამზადოთ ზეთის, გლიცერინის და ლიმონის წვენისგან 1:1:1 თანაფარდობით.
ხელებზე ჩამოიცვით ხელთათმანი და გაიჩერეთ მთელი ღამე.
ხელების გაწმენდა
ხელების სილამაზის შენარჩუნებისთვის მეტად მნიშვნელოვანი მათი გაწმენდა, განსაკუთრებით სახლში
მრავალფეროვანი სამუშაოს შესრულების შემდეგ.
ჭუჭყიანი ხელების გასუფთავებაში დაგეხმარებათ ლიმონის წვენი, კარტოფილის ნახარში. გასუფთავების
შემდეგ ხელები გადაიბანეთ გადადუღებული ზეთით.
გაუხეშებული იდაყვების დასარბილებლად კვირაში რამდენჯერმე გაიკეთეთ საპნის აბაზანა და გაიხეხეთ.
შემდეგ წაისვით ცხიმიანი მკვებავი საცხი, რომელსაც დაუმატებთ ლიმონის წვენს.
ნიღბები ხელისთვის
ნიღბის დადებამდე ხელები კარგად დაიბანეთ თბილი წყლით და საპნით, გაიმშრალეთ. შემდეგ წაისვით
ნიღაბი.
აურიეთ 1 ს/კ თაფლი და 1 ს/კ ზეთი და ერთი კვერცხის გული. მიღებული მასა შეიზილეთ ხელებში და
გააჩერეთ 15-20 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი საცხი.
ასევე მოხარშეთ 2-3 კარტოფილი კანიანად, გახეხეთ და აურიეთ რძეში ფაფისმაგვარი მასის მიღებამდე.
შეგიძლიათ დაამატოთ 2 ჩ/კ ლიმონის ან კიტრის წვენი.
წაისვით თბილ-თბილი. შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით. წაისვით ცხიმიანი საცხი.
|