28 აგვისტოს MTV: VMA-ს წითელ ხალიჩაზე ბიონსემ პირველად გამოაჩინა თავისი ფეხმძიმობა. მაშინ ის 5 თვის ორსული იყო.
4 თვის შემდეგ, შაბათს, 7 იანვარს მას და ჯეი-ზის პატარა შეეძინათ. ვებსაიტ ბილბორდზე დაყრდნობით 30 წლის ვარსკვლავმა გოგონა ნიუ-იორკის სამშობიაროში- St. Luke's-Roosevelt გააჩინა. (მეორე წყარო ირწმუნება, რომ ბავშვი Lenox Hill-ის საავადმყოფოში გაჩნდა.) როგორც ირკვევა მომავალმა მშობლება ადგილი სამშობიაროში 28 დეკემბერს დაჯავშნეს. სამშობიაროს პერსონალმა მომავალი დედისთვის მდიდრული ოთახი მოამზადა. როგორც ამბობენ ოთახები შენობის მფლობელებმა სპეციალურად ბიონსესთვის განაახლეს. ბიონსემ შენობის მთელი მეოთხე სართული, მომსახურე პერსონალი და საოპერაციო ოთახი იქირავა. მომღერალი და რეპერი საამშობიაროში დიდი დაცვით გამოცხადნენ და მეოთხე სართულს მთელი დღე უამრავი შეიარაღებული პირი იცავდა. ჯეი-ზიმ ამ განსაკუთრებული დღეებისათვის 1.3 მილიონი გადაიხადა. ბიონსემ ბუნებრივად მშობიარობას ოპერაცია არჩია და ნარკოზი გაიკეთა.
E! Online News იწერება, რომ გოგონას სრული სახელია Blue Ivy Carter. როგორც ამბობენ სახელი პირველად მამამ მეგობრებს გაუმხილა. ბიონსეს და ჯეი-ზის თვითერის საშუალებით უამრავმა ვარსკვლავმა მიულოცა, მათ შორის რიანამაც: "Welcome to the world princess Carter! Love Aunty Rih"
თვითერზე @ivyblue მთელი დღე პოპულარული თემების სათავეში იყო მოქცეული.
მიუხედავად ფანების უსაზღვრო სიხარულისა წყვილს ცუდის მოსურნეც ბევრი ჰყავს. ფეხმძიმობის გამოჩენის დღიდანვე დადიოდა ჭორები, რომ ბიონზე არ იყო ორსულად, და ყველაფერი კარგად დადგმული სპექტაკლი იყო.
ასევე ბიონსესა და ჯეი-ზის დიდი ხანია ილუმინატის წევრობასა და სატანის მიმდევრობას აბრალებენ, სწორედ ამიტომ ბავშვის სახელის გამოჩენისთანავე გაჩნდა ჭორები. თითქოს ახალშობილის სახელი Blue Ivy შებრუნებულად- eulb yvi ლათინურ ენაზე ლუციფერის (სატანას) ქალიშვილს ნიშნავს. თუმცა ფაქტებით ეს არავის დაუმტკიცებია. ბავშვის სახელთან ერთად #eulbyvi-ც თვითერის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
ასევე ბევრი გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ვარსკვლავებმა პატარა გოგონას მცენარის სახელი შეურჩიეს. თუმცა ყველასთვის ცნობილია, როგორ უყვართ სელებრითებს ბავშვებისთვის გამორჩეული სახელის დარქმევა.
ინტერნეტი აჭრელებულია გოგონას და ბიონსეს დაფოტოშოფებული სურათებით, თუმცა, როგორც ამბობენ მშობლებს ჯერ არ სურთ გოგონას გამოჩენა.
|