ყველაფერს იმით დავიწყებ, რომ სელენას დედა საავადმყოფოშია. ცნობილი მსახიობისა და პოპ-ვარსკვლავ სელენა გომესის დედას, მენდი დაუნ კორნეტს მუცელი მოეშალა. სელენამ ყველა კონცერტი გადადო, რათა ამ მძიმე წუთებში დედის გვერდით იყოს. მომღერლის დედა ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. "მენდიმ მეორე ბავშვი დაკარგა, ბრაიანისთვის კი ეს პირველი შვილი იყო. მთელი ცხოვრება ძალიან მინდოდა, რომ და მყოლოდა. ძვირფასო მენდი, გამაგრდი! ჩემი და ახლა ზეცაშია და მან იცის, რომ შენ შესანიშნავი დედა იქნებოდი", - წერს სელენა "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე. ცოტა ხნის წინ, გომესი გახარებული იტყობინებოდა, რომ დედამისი გოგონას ელოდებოდა. სელენა გომესის მშობლები ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როდესაც სელენა 5 წლის იყო. გოგონა დედამ აღზარდა. 2006 წელს მენდი ბრაიან ტიფეიზე გათხოვდა.
მას უამრავი ადამიანი უპოსტავს თვითერზე და მათ შორის არის მისი შეყვარებული ჯასტინიც... ჯასტინს კონცერტი ჰქონდა და ვერ მოახერხა სელენასთან ერთად ყოფნა, მოკლედ ჯასტინმა თვითერზე დაახლოებით 6 საათის წინ ასეთი პოსტი დატოვა blessed and grateful. i love all of u and please show respect to eachother and others that i care about. be there for one another. "ბედნიერი და მადლიერი ვარ. ყველა თქვენგანი მიყვარხართ, და ძალიან გთხოვთ პატივი ეცით ერთმანეთს, და პატივი ეცით იმათ ვიზეც მე ვზრუნავ. ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ ; ((
|