სახელმწიფოს მეთაურია მეფე ხუან კარლოს I.
მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 38 მლნ. ადამიანს, სახელმწიფო რელიგია კათოლიკობაა.
ესპანეთი - სრული კონტრასტებისა და შთაბეჭდილებების ქვეყანა.
მდიდარი თავისი ისტორიული საიდუმლოებებით და უძველესი ტრადიციებით, საუკეთესო
სანაპიროებით - კოსტა ბრავა, კოსტა დორადა, კოსტა დელ სოლი. კუნძულები: კოსტა-ბრავა,
მაიორკა, ტენერიფე, იბიცა საუკეთესოა დასვენებისა და გართობის თვალსაზრისით.
ქვეყნის მემკვიდრეობაა : არქიტექტურა - კორდოვის ისტორიული ცენტრი, ალჰამბრა,
ესკორიალის მონასტერი მადრიდში,
ძველი ქალაქი სეგოვია და მისი აკვედუკი, ისტორიული ქალაქი ტოლედო, ოვიედოს
სანტა მარია დე გვადალუპეს სამეფო მონასტერი;
ესპანეთი მრავალფერობანია თავისი ტრადიციებითა და კულტურით.
ულამაზესია ანდალუზიელი ბოშების მიერ დანთებული ცეცხლოვანი ცეკვა ფლამენკო.
ლამენკო ესპანურ,ბოშურ და არაბულ ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს. მისთვის
დამახასიათებელია ცეკვა და სიმღერა გიტარის თანხლებით.
ცეკვას თან ახლავს შეძახილები, ტაში, თითების ტკაცუნი, მამაკაცები ცეკვას ასრულებენ
ფეხების ძლიერი რიტმული მოძრაობით,
ქალები ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი მოძრაობით.
აქ ქალი ასრულებს კორიდის ხარის როლს და კაცი ტორეროს როლს. ულამაზესი მოძრაობები,
ცეცხლოვანი ტემპერამენტი თითოეულ პა-ში და საოცარი ვნება და ემოცია მოცეკვავეების
თვალებში.