ქალის ფსიქოპორტრეტები თმის ფერის მიხედვით.. - 7 იანვარს 2012 - beautiful star


საიტის მენიუ
კატეგორიები
News♥
სელებრითები
Beautifulstar♥♥♥
საინტერესო
სახალისო
უცნაური
ბიოგრაფიები
სურათები
ფილმები
მოდა
B o o K ♥
მოგზაურობა
გურმანი
კონკურსი
other...
ვიდეო გაკვეთილები))
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს? ))
სულ პასუხი: 114
მთავარი » 2012 » იანვარი » 7 » ქალის ფსიქოპორტრეტები თმის ფერის მიხედვით..
2:34 PM
ქალის ფსიქოპორტრეტები თმის ფერის მიხედვით..
ქერათმიანი
ბუნებრივად ქერები, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 16%-ს შეადგენენ. ხალხში გავრცელებული აზრით, ქერა კეთილი, რბილი ხასიათის, მეოცნებე, მელანქოლიური ადამიანია. მას წვრილმანზეც შეუძლია იტიროს, ოსტატურად ცრუობს. ის ყველაზე მეტად ენდობა საკუთარ ინტუიციას. მუშაობით მაინცდამაინც თავს არ იკლავს, მაგრამ თუ კარგი კოლეგა შეხვდა, მისი მიბაძვით, თავადაც კარგი თანამშრომელი იქნება. სენტიმენტალურია. ფერებიდან უპირატესობას ვარდისფერს, სალათისფერსა და ცისფერს ანიჭებს. მეოცნებეა, ხშიად ღრუბლებში დაფრინავს, მაგრამ თუ მიზანი დაისახა, ნებისმიერი ხერხით მის მიღწევას შეეცდება.


შავთმიანი

ძლიერი, სერიოზული და ჭკვიანი ქალია. სამსახურში ლიდერის ან ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.მიზანსწრაფულია: ტაქტიკოსი და სტრატეგოსი – უმრავლეს შემთხვევაში აღწევს იმას, რასაც ესწრაფვის. ბევრი მათგანი ღრმად განიცდის პატარა წარუმატებლობასაც. ახასიათებს ასანთივით უცებ აალება და ასევე სწრაფად დამშვიდება. მუქთმიანებს სხვებზე მეტად აინტერესებთ ფსიქოლოგია, განსაკუთრებით კი – ფსიქიატრია.
საუკეთესოდ ერკვევა პოლიტიკაში. ყველაზე რთულ პროექტებსაც კი დამოუკიდებლად ახორციელებს. მკაცრად და გემოვნებით აცვია. უყვარს შავი, თეთრი და წითელი ფერები.

თეთრი პირსახის, შავთმიანი ქალი კარგი დიასახლისი და მეოჯახეა. ამ ტიპის ქალის თვითდამკვიდრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ხერხი მამაკაცთა გულების მსხვრევაა. სიყვარულისთვის მსხვერპლის გაღება შეუძლია, მაგრამ ქორწინებას არ ჩქარობს.

საინტერესოა, რომ მამაკაცები ოცნებობენ ქერებზე, მაგრამ ცოლად შავგვრემანი ქალები მოჰყავთ. ერთი გამოკვლევის შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, მილიარდერების ცოლების 70% შავგვრემანია და მხოლოდ 22%-ი – ქერა.



წითური (ანუ რიჟა)

ჯიუტი და თავმოყვარეა. უყვარს სარკასტული გამონათქვამები. მისდევს სპორტს და საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად ზოგჯერ მამაკაცებსაც კი ეჯიბრება. ნებისმიერ საქმიანობაში ლიდერის თვისებებს ავლენს. წითურები ფეთქებადი ტემპერამენტით ხასიათდებიან, ემოციურები არიან და ხანდახან არათანმიმდევრულებიც. არ უყვართ, როცა ვინმე ზეწოლას ახდენს მათზე და ძნელად ურიგდებიან ნებისმიერი სახის პირობითობას, ურჩევნიათ ორიგინალურები იყვნენ. ავტორიტეტებს დიდად არ აღიარებენ, მათთვის მნიშვნელოვანი ერთადერთი ადამიანის აზრია და ის ერთადერთი ადამიანი თავადვე არიან. ძნელად ეთვისებიან კოლექტივს. გამოირჩევიან სპონტანურობით.თუ წითურთმიანს ოთხკუთხედი სახის ფორმა აქვს, საუკეთესო მძღოლი და თანამშრომელია. შრომისმოყვარეა და წარმატებებს ნებისმიერ სფეროში აღწევს. რაც შეეხება ოვალური სახის ფორმის მქონეს, ის მეოცნებეა. ასეთი სახე პოეზიის მოყვარულ ქალს აქვს, ლექსებს თავადაც წერს. ხშირად რისკავს და დაუფიქრებლად მოქმედებს. წითურთმიანებს უყვართ ცხოველები (განსაკუთრებით ცხენები და ძაღლები) და ფრინველები. ფერებიდან უპირატესობას ცისფერს, ფორთოხლისფერს, მწვანესა და შავს ანიჭებენ.



წაბლისფერთმიანი

მხიარული და ნიჭიერი ქალია. ნაზი, ”მყუდრო”, თითქოს სითბოს ასხივებსო. მათ უმრავლესობას საკმაოდ გაწონასწორებული და მშვიდი ხასიათი აქვს. უყვარს მოგზაურობა, ზედმეტად კომუნიკაბელურია და მეგობრებს ადვილად იძენს. მასთან მათთან არაა საჭირო დიდხანს და მტანჯველად შესაფერისი სასაუბრო თემის რჩევა. არ უყვარს საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი.მისი ხასიათის ძლიერი მხარეა სტრესგამძლეობაც. ”მშვიდობიან” დროს, მონოტონური, რუტინული სამუშაო სწყინდება და ძნელად იტანს. ყველაფერს სწრაფად ითვისებს. შრომისმოყვარეა და ლოგიკური აზროვნების უნარი აქვს. ზრუნავს ჯანმრთელობაზე, ვარჯიშობს და დიეტას იცავს. მუქთვალება, წაბლისფერთმიან ქალს ტექნიკური საგნები და პროფესია იზიდავს, ცისფერთვალებას – ჰუმანიტარული.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 975 | დაამატა: BoToTa♥
სულ კომენტარები: 1
სულ კომენტარები: 121 2 »
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გამოკითხვა))
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
სულ პასუხი: 37
პროფილი
მინი-ჩეთი
გამოკითხვა))
როგორია საიტი? <3
სულ პასუხი: 29
Top ავტორები
1 BoToTa♥
ადმინისტრატორი
სიახლეები: 204
კომენტარები: 185
2 ♥NiiNii♥
ადმინისტრატორი
სიახლეები: 184
კომენტარები: 121
3 the_nincho
მოდერატორი
სიახლეები: 40
კომენტარები: 16
4 Cici:):)
მომხმარებელი
სიახლეები: 24
კომენტარები: 55
5 Ancho))
მომხმარებელი
სიახლეები: 5
კომენტარები: 54
გამოკითხვა))

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0



Copyright MyCorp © 2025