როგორ იცით, 31 მარტს ლოს-ანჟელესში 2012 წლის Kids Choice Awards გაიმართა. ნიკოლოდიონის დაჯილდოებამ უკვე 25-ჯერ გამოავლინა გამარჯვებულები.
სტაფილოსფერ ხალიჩაზე თავს იწონებდნენ თინეიჯერი თუ ახალგაზრდა ვარსკვლავები:
ჯასტინ ბიბერის გარეგნობამ ყველა მოხიბლა, ჯგუფმა One Direction კი სელენა, ტეილორი და ეშლი ააცეკვა.
ტეილორ ლოტნერი, ჯასტინ ბიბერი, ჰეიდი კლუმი, ჰოლი ბერი და კრის კოლფერი კი ლორწოვანი მასით გაიჟღინთნენ:
|