”ოქროს გლობუსის” ბოლო პროგნოზები - 15 იანვარს 2012 - beautiful star


საიტის მენიუ
კატეგორიები
News♥
სელებრითები
Beautifulstar♥♥♥
საინტერესო
სახალისო
უცნაური
ბიოგრაფიები
სურათები
ფილმები
მოდა
B o o K ♥
მოგზაურობა
გურმანი
კონკურსი
other...
ვიდეო გაკვეთილები))
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს? ))
სულ პასუხი: 114
მთავარი » 2012 » იანვარი » 15 » ”ოქროს გლობუსის” ბოლო პროგნოზები
11:13 PM
”ოქროს გლობუსის” ბოლო პროგნოზები

”ოქროს გლობუსის” ციებ-ცხელება უკვე დაიწყო. ამერიკული კინოდაჯილდოვების 69-ე ცერემონია, რომელსაც "ოსკარის რეპეტიციასაც” უწოდებენ, კვირას, 15 იანვარს გაიმართება. დაჯილდოვებას პირდაპირ ეთერში ამერიკული ტელეარხი NBC გააშუქებს. 

წითელი ხალიჩა სავსე იქნება შოუ-ბიზნესის კაშკაკშა ვარსკლავებით. როგორც "ოქროს გლობუსის" ადმინისტრაცია აცხადებს, დაჯილდოვების ცერემონიაზე დასწრებაზე თანხმობა ოფიციალურად უკვე დაადასტურეს ნატალი პორტმანმა, ნიკოლ კიდმანმა, ეშტონ კატჩერმა, ჯორჯ კლუნიმ, ანტონიო ბანდერასმა, სელმა ჰაიეკმა, ფრიდა პინტომ, კლივ ოუვენმა, ჯესიკა ბილმა, მიშელ უილიამსმა.

"ოქროს გლობუსი" არა მხოლოდ კინოდაჯილდოვება, არამედ მოდის ნამდვილი დღესასწაულია. აქ ფრაზა - "ოქროს გლობუსი გადაეცემა...", თითქმის უტოლდება ფრაზას - "საუკეთესოდ ჩაცმული არის...", ამ ტიტულის მოსაპოვებლად ვარსკლავები თვეობით ემზადებიან.


"ოქროს გლობუსზე" დაახლოებით 20-მდე ჯილდო გაიცემა, რომელსაც ჰოლივუდში აკრედიტებული უცხოელ ჟურნალისტთა ასოციაცია გასცემს. როგორც წესი, ცერემონიამდე ერთი დღით ადრე, ექსპერტები უკვე აკეთებენ პირველ პროგნოზებს. 2012 წლის 69-ე დაჯილდოვების წინასწარი შეფასება კი ასეთია:



საუკეთესო ფილმი, დრამა
ნომინანტები: "The Descendants", "The Help", "Hugo", "The Ides of March", "Moneyball", "War Horse".
სავარაუდო გამარჯვებული: "Hugo" - ფილმი, რომელიც 1930 წლის პარიზსა და ობოლ ფრანგ ბიჭზე მოგვითხრობს, რომელიც სარკინიგზო სადგურზე ცხოვრობს. ფილმის რეჟისორი ლეგენდარული მარტინ სკორსეზეა. 



საუკეთესო ფილმი, მუზიკლი ან კომედია
ნომინანტები: "50/50", "The Artist",   "Bridesmaids", "Midnight in Paris", "My Week With Marilyn". 
სავარაუდო გამარჯვებული: The Artist - მუნჯი ფილმი, რომელიც 1927 წლის ჰოლივუდის ცხოვრებას აღწერს.



საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, დრამა
ნომინანტები: ჯორჯ კლუნი - "The Descendants", ლეონარდო დიკაპრიო - "J. Edgar", მაიკლ ფასბენდერი - "Shame", რაიან გოსლინგი - "The Ides of March" და ბრედ პიტი - "Moneyball".
სავარაუდო გამარჯვებული: ჯორჯ კლუნი - ის ოსკარის დაჯილდოვების ნამდვილი ფავორიტია. 


 
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, მუზიკლი ან კომედია
ნომიმანტები: ჟან დიუჟარდენი - "The Artist", ბრენდონ გლისონი - "The Guard", ჯოზეფ გორდონ-ლევიტი - "50/50", რაიან გოსლინგი - "Crazy Stupid Love", ოუენ უილსონი - "Midnight in Paris".
სავარაუდო გამარჯვებული: ჟან დიუჟარდენი. ის "ოსკარის" პრეტენდენტიც არის. 


საუკეთესო მსახიობი ქალი, მუზიკლი ან კომედია
ნომინანტები: ჯოდი ფოსტერი - "Carnage", შარლიზ ტერონი - "Young Adult", კრიტენ ვიგი - "Bridesmaids", მიშელ უილიამსი - "My Week With Marilyn", ქეით უინსლეტი - "Carnage".
სავარაუდო გამარჯვებული: მიშელ უილამსი. მიშელს ”ოსკარსაც” კი უწინასწარმეტყველებენ. 




 

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი
ნომინანტები: კენეტ ბრანა - "My Week With Marilyn", ალბერტ ბრუკსი - "Drive", ჯონ ჰილი - "Moneyball", ვიგო მორტენსენი - "A Dangerous Method", კრისტოფერ პლამერი - "Beginners".
სავარაუდო გამარჯვებული: კრისტოფერ პლამერი. ”გლობუსი”, ისევე როგორც ”ოსკარი”, მას საუკეთესოდ დაასახელებს.


საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი
ნომინანტები: ბერენის ბეიო - "The Artist", ჯესიკა ჩესტეინი - "The Help", ჯანეტ მაკთირი - "Albert Nobbs", ოქტავია სპენსერი - "The Help", შაილინ ვუდლი - "The Descendants".
სავარაუდო გამარჯვებული: ბერენის ბეიო.



საუკეთესო რეჟისურა
ნომინანტები: ვუდი ალენი - "Midnight in Paris", ჯორჯ კლუნი, გრანტ ჰასლოვი და უილიამსონი - "The Ides of March", მიშელ ჰაზანავიკუსი - "The Artist", ალექსანდრ პეინი, მეტ ფაქსვონი და ჯიმ რაში - "The Descendants", სტივ დერიანი და აარონ სორკინი - "Moneyball".
სავარაუდო გამარჯვებული - მიშელ ჰაზანავიკუსი. 


საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
ნომინანტები: "The Flowers of War" - ჩინეთი, "the Land of Blood and Honey" - აშშ, "The Kid With the Bike" - ბელგია, "A Separation" - ირანი, "The Skin I Live In" - ესპანეთი.
სავარაუდო გამარჯვებული: "The Skin I Live In". თუმცა ექსპერტები ასევე უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას ანჯელინა ჯოლის ფილმსაც "Land of Blood and Honey", რომელიც ბოსნიის ომს მიეძღვნა.


საუკეთესო ანიმაციური ფილმი
ნომინანტები: "The Adventures of Tintin", "Arthur Christmas", "Cars 2", "Puss in Boots", "Rango".
სავარაუდო გამარჯვებული: "Tintin". უცხოური პრესის ასოციაცია სტივენ სპილგერის დიდი თაყვანისმცემელია. 



 

საუკეთესო ორიგინალური სიმღერა
ნომიანტები "Hello, Hello" - ელტონ ჯონი და ბერნი ტაუპინი ფილმისთვის - "Gnomeo & Juliet", კრის კორნელის "The Keeper" ფილმისთვის - "Machine Gun Preacher", გლენ ქლოუზი და ბრაიან ბირნი "Lay Your Head Down" ფილმისთვის - "Albert Nobbs", "The Living Proof" მერი ჯეი ბლიჯი, ტომას ნიუმენი, ჰარვი მასონი და დაიმონ ტომასი ფილმისთვის - "The Help" და "Masterpiece" მადონა, ჯული ფორსტი და ჯიმი ჰარი, ფილმისთვის - "W.E."
სავარაუდო გამარჯვებული: გამოიკვეთა ორი ლიდერი "The Living Proof" და "Lay Your Head Down", თუმცა რომელი გაიმარჯვებს საბოლოოდ ხვალ გაირკვევა.




საუკეთესო კომპოზიტორი
ნომინანტები "The Artist" - ლუდოვიკ ბურსე, "W.E" - აბელ კორჟენოვსი, "The Girl With the Dragon Tattoo" - ატიკუს როსი, "Hugo" - ჰოვარ შორი და "War Horse" - ჯონ უილიამსი.
სავარაუდო გამარჯვებული: "The Artist".
"ოქროს გლობუსის" სულ 20-მდე მფლობელი გამოვლინდება. 


კატეგორია: სელებრითები | ნანახია: 1131 | დაამატა: BoToTa♥
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გამოკითხვა))
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
სულ პასუხი: 37
პროფილი
მინი-ჩეთი
გამოკითხვა))
როგორია საიტი? <3
სულ პასუხი: 29
Top ავტორები
1 BoToTa♥
ადმინისტრატორი
სიახლეები: 204
კომენტარები: 185
2 ♥NiiNii♥
ადმინისტრატორი
სიახლეები: 184
კომენტარები: 121
3 the_nincho
მოდერატორი
სიახლეები: 40
კომენტარები: 16
4 Cici:):)
მომხმარებელი
სიახლეები: 24
კომენტარები: 55
5 Ancho))
მომხმარებელი
სიახლეები: 5
კომენტარები: 54
გამოკითხვა))

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



Copyright MyCorp © 2025