პატარძალი შავებში თავისებურ ტაბუს წარმოადგენდა დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ დრო გადის და სტერეოტიპები იმსხვრევა.
ცნობილი საქორწილო კაბების დიზაინერი - ვერა ვანგი ამსხვრევს სტერეოტიპებს და ნერგავს ახალ მოდას. ნიუ-ორკის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექცია ტრადიციული სილუეტით და არატრადიციული ფერთა გამით შთაგონებულია გოთური სტილით-კორსეტები, მაქმანები და მრავალი სხვა დეტალი. თუ გავითვალისწინებთ დიზაინერის პოპულარობას და გავლენას არ იქნება გასაკვირი თუ მალე დედოფალი ვიქტორიას შემოღებული თეთრი ტრადიული კაბები ვერა ვანგის მუქი პალიტრით შეიღებება.
აღსანიშნავია რომ სანამ 1840 წელს ინგლისის დედოფალმა ვიქტორიამ თეთრი კაბების მოდა დანერგა. მანამდე პატარაძლები შავ, წითელ, ყვითელ და ღია ლურჯ კაბებში იმოსებოდნენ.
|