მეორე ადგილი 17 წლის კანადელმა ვარსკვლავმა ჯასტინ ბიბერმა მოიპოვა. გასულ წელთან შედარებით მან მაჩვენებელი 8 პოზიციით გაიუმჯობესა, რადგან წელს რამდენიმე საქველმოქმედო პროექტშია ჩართული.
მესამე ადგილზე ჯორჯ კლუნი გავიდა. 2011 წელს მსახიობი სუდანელების უფლებების დაცვის კამპანიაში აქტიურად ჩაერთო.
მომდევნო ადგილი წყვილს, უოლ და ჯად სმიტებს ერგოთ. ისინი საკუთარი ფონდის დახმარებით აშშ-ის საგანმანათლებლო პროექტებს აფინანსებენ.
რეიტინგის პირველი ხუთეული მსახიობმა ლეონარდო დი კაპრიომ დააგვირგვინა. მან უამრავ ეკოპროექტში მიიღო მონაწილეობა და ცხოველთა დაცვის ფონდის კეთილი ნების ელჩი გახდა.
ხელგაშლილი ვარსკვლავების სიაში შევიდნენ ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი, რომლებმაც სომალის დახმარების ფონდისთვის 300 000 დოლარი გაიღეს.