სევდიანი სიყვარულის ისტორია (Part/5) - 27 მარტში 2012 - beautiful star


საიტის მენიუ
კატეგორიები
News♥
სელებრითები
Beautifulstar♥♥♥
საინტერესო
სახალისო
უცნაური
ბიოგრაფიები
სურათები
ფილმები
მოდა
B o o K ♥
მოგზაურობა
გურმანი
კონკურსი
other...
ვიდეო გაკვეთილები))
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს? ))
სულ პასუხი: 114
მთავარი » 2012 » მარტი » 27 » სევდიანი სიყვარულის ისტორია (Part/5)
4:57 PM
სევდიანი სიყვარულის ისტორია (Part/5)

ამ ამბის მერე, გიო ისევ გაუჩინარდა. თითქმის სამი თვე იყო გასული, ის

კი არსად ჩანდა. იმ დღეს ისე მოულოდნელად გამოჩნდა და გაუჩინარდა სალომეს

ცხოვრებაში, თითქოს მოჩვენება ყოფილიყო. მაგრამ სალომე იმედს არ ჰკარგავდა

და ბოლომდე სჯეროდა იმის, რომ გიო კიდევ დაბრუნდებოდა და იმ დღეს ყველა

ტანჯვას ბოლოს მოუღებდა, ან პირიქით, ყველაფერი გაუარესდებოდა. ყოველ

შესვენებაზე, გარეთ გამოსული, პირველი იმ სკამისკენ იყურებოდა, სადაც სამი თვის

წინ მოულოდნელად გამოჩენილი გიო იჯდა. დღის ბოლოს სახლისკენ მიმავალიც

იმაზე ოცნებობდა, რომ აუცილებლად გამოჩნდებოდა, გულში ჩაიკრავდა და ეტყოდა,

რომ სიგიჟემდე უყვარდა, რომ მის გარეშე სიცოცხლე აღარ შეეძლო და ბოლოს

მოუღებდა მის ტანჯვას, მაგრამ უშედეგოდ, გიო არსად ჩანდა. სახლში მისული კი

ოთახში იკეტებოდა და საათობით ტიროდა.

იმ დღეს სალომე ცუდათ გახდა, ნერვიულობას გაციებაც დაემატა და

წამოდგომა და სასწავლებელში წასვლა ვეღარ შესძლო. თეკომ წასვლისას დის ოთახში

შეიარა, დაემშვიდობა და წავიდა. ერთ-ერთ შესვენებაზე გარეთ გამოსული

დაქალებთან საუბრობდა, როდესაც მასთან მისი კურსელი, ვაჟა გუჯეჯიანი მივიდა.

__ თეკო, შენთან სალაპარაკო მაქვს!

__ მაპატიე ვაჟა, დღეს არ შემიძლია. გპირდები ხვალ, ან ზეგ აუცილებლად

შეგხვდები და რაზეც გინდა იმაზე ვისაუბროთ.

__ შენ არავინ გეკითხება! წამხვალ და ვილაპარაკებთ, ისედაც დიდი ხანი

გელოდე. __ ვაჟა თეკოს უარმა აშკარად გააღიზიანა.

__ არა ვაჟა, დღეს არა, ხომ გითხარი დღეს არ შემიძლია. ხვალ ან ზეგ

ვილაპარაკოთ.

__ ხვალ უკვე ჩემი ცოლი უნდა იყო! __ ვაჟამ ირონიულად ჩაიცინა, მერე ხელი

მაჯაში მოკიდა და გასასვლელისკენ დაუპირა წაყვანა.

__ ხელი გაუშვი! __ ზურგს უკან მკაცრი ტონით ნათქვამი სიტყვები ჩაესმა.

თეკოს ხელი გაუშვა და შემოტრიალდა. მის წინ სრულიად უცნობი მამაკაცი იდგა,

რომელსაც ყინულივით ცივი თვალები ჰქონდა

__ გიო აქ საიდან გაჩნდი? __ თეკოს გიოს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.

__ შენ ვინ ხარ? __ ვაჟამ უცნობი, გამომცდელი თვალებით შათვალიერა.

__ ეს პირველი და უკანასკნელი უნდა იყოს შენთვის! __ გიოს ხმის ტონი და

მზერა არ შეუცვლია.

__ შენ ვინ ხარ, ჩემს შეყვარებულთან შეხვედრა და საუბარი ამიკრძალო?...

ჩემი გოგოა და... __ ვაჟას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გიომ არ

დაასრულებინა.

__ შენი?... ხომ ვერ მეტყვი რომელ ლატარიაში მოიგე? იქნებ მეც გამიმართლოს

და მეც მოვიგო. __ გიომ ცინიკური მზერა ესროლა, ვაჟას არ ესიამოვნა მისი

დამცინავი ტონი და ხმას აუქია.

__ შენ აზრზე ხარ ვის ელაპარაკები?... ეს გოგო მე მიყვარს და შენ არავი

გეკითხება მე როგორ მოვექცევი! __ ვაჟამ იმხელაზე იყვირა, რომ მთელს

სასწავლებელს მოედო მისი ყვირილი და სეირის მოყვარულებიც უმალ მოგროვდნენ. გიო

რამდენიმე წამის განმავლობაში ჩუმად იდგა და გამყინავი თვალებით ბურღავდა

ვაჟას. ბოლოს, იმაში დარწმუნებულმა, რომ მისმა მზერამ რაღაც გავლენა

მოახდინა ვაჟას ფსიქიკაში, ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩუმად ჩასჩურჩულა.

__ არ ვიცი და არც მაინტერესებს ვინ ხარ! შენ ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი

მოკვდავი ხარ! __ ვაჟას, მისმა გამყინავმა ხმამ და არაპირდაპირმა მუქარამ

შიშის ზარი დასცა, მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაურბინა და შესამჩნევად

აკანკალდა. გიო თეკოს მიუახლოვდა, ხელი მოხვია და ხმამაღლა განაგრძო. __ ყველას

გასაგონად ვამბობ, ეს გოგო ჩემი დაა! დღევანდელი შემთხვევა პირველი და

უკანასკნელი უნდა იყოს, დღეის შემდეგ არავინ აღარ აწყენინოს თეკოს, სალომეს

და მათ მეგობრებს. მე ვერავის დავუშლი მის შეყვარებას და მასთან სიახლოვეს,

მაგრამ არა ისე, როგორც ვაჟა ცდილობდა მისი სიყვარულის მოპოვებას, ეს

ყველას ძვირად დაგიჯდებათ! __ ბოლო სიტყვები კბილებს შუა გამოსცრა. ამ

სიტყვებმა ყველა მიახვედრა, რომ მისი ნათქვამი ანგარიშგასაწევი იყო და ამ

სიტყვების უკან, უდიდესი ძალა იმალებოდა. იქ შეკრებილ ახალგაზრდებს თვალი შეავლო

და ყველას გასაგონად იკითხა, _ ყველაფერი გასაგებია? __ მაგრამ ხმის

ამოღება ვერავინ ვერ შესძლო. __ ამბობენ, დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ესეიგი

ყველასთვის ყველაფერი გასაგებია, ძალიან კარგი. __ მერე შებრუნდა, ვაჟას

მიუახლოვდა და უთხრა. __ შენ დღეს იმან გადაგარჩინა, რომ არ ვიცი, თეკოს

უყვარხარ თუ არა, ამიტომაც დამთავრდა შენთვის ყველაფერი სასიკეთოდ. __ გაჩერდა

და სიგარეტს მოუკიდა. თეკოს შეხედა, რომელიც მათგან მოშორებით იდგა და

მათი საუბარი არ ესმოდა. რამდენიმე ღრმა ნაფასი დაარტყა, მერე ვაჟას შეხედა

თვალებში და განაგრძო, __ მე შემიძლია ამ ამაბავს აქვე დავუსვა წერტილი და

საბოლოოდ ჩამოგაშორო მას, მაგრამ არა! ერთ შანსს მოგცემ შენი შეცდომის

გამოსასწორებლად, ამას როგორ მოახერხებ, შენ უნდა მოიფიქრო! არამგონია თეკოს

უყვარდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს არ გეტყოდა საუბარზე, და თუ მართლა

არ უყვარხარ, ის არც არასდროს შეგიყვარებს. ამიტომ გირჩევ დაანებო თავი,

დაივიწყე! ეს შეიძლება ისევ შენთვის აღმოჩნდეს დამღუპველი, მეორედ ერთ

მაღალ სიტყვასაც აღარ შეგარჩენ... წადი! __ გიომ საუბარი დაასრულა, შებრუნდა

და თეკოსკენ გაემართა.
კატეგორია: B o o K ♥ | ნანახია: 782 | დაამატა: BoToTa♥
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გამოკითხვა))
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
სულ პასუხი: 37
პროფილი
მინი-ჩეთი
გამოკითხვა))
როგორია საიტი? <3
სულ პასუხი: 29
Top ავტორები
1 BoToTa♥
ადმინისტრატორი
სიახლეები: 204
კომენტარები: 185
2 ♥NiiNii♥
ადმინისტრატორი
სიახლეები: 184
კომენტარები: 121
3 the_nincho
მოდერატორი
სიახლეები: 40
კომენტარები: 16
4 Cici:):)
მომხმარებელი
სიახლეები: 24
კომენტარები: 55
5 Ancho))
მომხმარებელი
სიახლეები: 5
კომენტარები: 54
გამოკითხვა))

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



Copyright MyCorp © 2025