სევდიანი სიყვარულის ისტორია __ გიომ აწკრიალებული ტელეფონი გახსნა და ყურზე მიიდო. __ გისმენთ!
__ დილა მშვიდობისა, სალომე ვარ. შენთან შეხვედრა მინდა, შეგიძლია
შემხვდე? __ სალომე აღელვებული ჩანდა.
__ კი! სად და როდისს? __ გიოს მისი აღელვებული ხმა შეუმჩნეველ არ
დარჩენია. __ ნახევარ საათში ვაკის პარკში მოდი, კაი?
__ კაი, ნახევარ საათში მოვალ!
ნახევარი საათის მერე, ორივე ვაკის პარკში, დათქმულ ადგილზე შეხვდნენ
ერთმანეთს. სალომეს აღელვება სახეზეც ეტყობოდა. გიოს თავიდანვე ცუდი
წინათგრძნობა ჰქონდა, მაგრამ იმას, რაც შემდეგში მოხდა, ყველაზე საშინელ
ფიქრებშის კი ვერ წარმოიდგენდა.
__ გამარჯობა სალომე, როგორ ხარ?... იცი როგორ მომენატრე, უშენოდ
გატარებული თითოეული წამი, ჩემთვის ყველაზე დიდი სასჯელია. მიყვარხარ სალი,
მიყვარხარ და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები... __ გიო, ჩვენ სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ და დღეს სწორედ მაგიტომ
შეგხვდი, __ სალომე გაჩერდა, თავი ძირს დახარა და ისე განაგრძო, ___ და ვფიქრობ
ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა! __ ეს ამბავი გიოსთვის იმდენად მოულოდნელი იყო,
რომ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა. გონება დაებინდა, ... თავში აუვარდა და
თავი საშინლად ასტკივდა. ვერაფრით ხვდებოდა, რა იყო მიზეზი იმის, რომ
სალომემ ასეთი საშინელი განაჩენი გამოუტანა. ერთადერთი რეალური მიზეზი, რაც ამ
განაჩენის გამოტანის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო, გიოს ავადმყოფობა
შეიძლება ყოფილიყო, მას დიაბეტი (შაქარი) ჰქონდა. მაგრამ გიო ამას გამორიცხავდა,
რადგან სალომემ ამის შესახებ დიდი ხნის წინ შეიტყო. სალომე რაღაცას
ლაპარაკობდა, მისთვის რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა, მაგრამ გიოს მისი სიტყვები
არ ესმოდა, ის ფიქრებში ეძებდა ამ ყველაფრის რეალურ ახსნას, ფიქრებიდან კი
თავს წამომდგარი, ახალგაზრდა მამაკაცის ხმამ გამოაფხიზლა.
__ მეგობარო, გამოფხიზლდი, მგონი შენ გელაპარაკებიან! __ მის ხმაში
ცინიზმი, იმდენად შესამჩნევი იყო, რომ გიომ მისთვის ჭკუის
სწავლება გადაწყვიტა. წამოდგომა დააპირა, მაგრამ ძალა არ ეყო ამისთვის,
მერე სალომეს შეხედა და კითხვით მიმართა.
__ ეს ვინ არის? __ სალომემ თავი ძირს დახარა და ისე უპასუხა. __ ჩემი შეყვარებული! __ მერე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ
გიომ შეაჩერა
__ როგორც შეყვარებულს, მე ღეს ბოლოჯერ გხვდები. სანამ დაგემშვიდობები,
ერთი სათხოვარი მაქვს შენთან და ძალიან გთხოვ უარის ნუ მეტყვი, არ მინდა
ამის გარეშე წავიდე შენგან!
|