სევდიანი სიყვარულის ისტორია (Part/7) - 7 აპრილში 2012 - beautiful star


საიტის მენიუ
კატეგორიები
News♥
სელებრითები
Beautifulstar♥♥♥
საინტერესო
სახალისო
უცნაური
ბიოგრაფიები
სურათები
ფილმები
მოდა
B o o K ♥
მოგზაურობა
გურმანი
კონკურსი
other...
ვიდეო გაკვეთილები))
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს? ))
სულ პასუხი: 114
მთავარი » 2012 » აპრილი » 7 » სევდიანი სიყვარულის ისტორია (Part/7)
5:14 PM
სევდიანი სიყვარულის ისტორია (Part/7)


__ სალომე, გულახდილად მიპასუხე... გიყვარვარ? __ გიო შებრუნდა და
თვალებში ჩახედა, თითქოს ცდილობდა მის თვალებში იმის დანახვას, რაც შემდგომში
საუბრის გაგრძელების საშუალებას მისცემდა. სალომე რამდენიმე წუთის
განმავლობაში ჩუმად უყურებდა გიოს თვალებში, მერე უკან გადაიწია, მანქანის სავარძელს
მიეყრდნო და აცრემლებული თვალები მოწმინდა.
__ კი გიო. სიგიჟემდე მიყვარხარ! __ გიო შებრუნდა და მანქანის სავარძელს
მიეყრდო, ნერვებს ვეღარ გაუძლო, კოლოფიიდან სიგარეტი ამოაძვრინა და
აკანკალებული ხელით მოუკიდა.
__ მე ვიცი, რომ შენ შეყვარებული არასდროს გყოლია, ჩემს გარდა. ის ბიჭიც,
პარკში რომ გამაცანი, შენი საუკეთესო მეგობარი იყო და არანაირი გრძნობა არ
გაკავშირებდათ ერთმანეთთან, მეგობრობის გარდა. დღემდე ვფიქრობ და ვერ
მივმხვდარვარ, რატომ მკარი ხელი? რაცომ მიეცი საშუალება ჩვენს შორის უსასრულო
ლოდინი ჩამდგარიყო?
__ მეშინოდა მაშინაც და ეხლაც მეშინია...
__ გეშინია?... კი მაგრამ ვისი, ან რისი? __ გიოს წარმოდგენა არ ჰქონდა რა
შეიძლება ყოფილიყო სალომეს შიშის მიზეზი.
__ შენი დაკარგვის!
__ ჩემი დაკარგვის? __ გიო იმდენად გააოცა სალომეს ნათქვამმა, იფიქრა
მომესმაო. __ შენი საქციელით უკვე დამკარგე სამი წლის წინ, თუმცა დღემდე
გაუგებარია, რატომ და რისთვის, მითუმეტეს თუ გიყვარდი. დღეს კი მეუბნები
მეშინოდაო. მაშინ მეგონა ჩემი ავადმყოფობა იყო ჩვენი დაშორების მიზეზი, მაგრამ
ვიცი რომ გიყვარდი და ამის შესახებაც იცოდი, ამიტომ გამოვრიცხე ეგ ვერსია.
__ გიო გაჩერდა, ღრმად ამოისუნტქა და განაგრძო. __ სალომე, მინდა ვიცოდე
რეარული მიზეზი, რის გამოც ჩვენს სიყვარულზე უარი სთქვი, რამ შეგაშინა?
სალომე რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ჩუმად და ძალას იკრეფდა, რომ
ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა. გიო მოთმინებით ელოდა როდის დაიწყებდა
საუბარს და ყველაფერს ფარდა აეხდებოდა. ხვდებოდა რაღაც სერიოზულის სათქმელად
ემზადებოდა და ძალას არ ატანდა.
__ ვიცი ამ ყველაფრის შემდეგ, რასაც დღეს ჩემგან მოისმენ, შეიძლება კვლავ
დაგკარგო, ოღონდ ამჯერად სამუდამოდ, მაგრამ მაინც გეტყვი, აღარ შემწევს
ძალა ამხელა ტვირთის სათრევად. უნდა მოვიხსნა, თორემ ვგრძნობ აღარ შემიძლია.
__ გაჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო. __ გახსოვს ჩვენს დაშორებამდე
ხუთი თვით ადრე ცუდათ რომ გავხდი? __ გიოს რამდენიმე წამი დასჭირდა იმ
დროის აღსადგენად, როცა სალომე თითქმის ერთი თვე სახლიდან არ გამოსულა,
საწოლს იყო მიჯაჭვული და ექიმი გატოკებასაც კი უკრძალავდა.
__ კი...
__ გავცივდი და საწოლად ჩამაგდო. თავიდან უბრალო გაციება მეგონა და
ვფიქრობდი გამივლიმეთქი, მაგრამ ყველაფერი გაცილებით უარესად იყო. ორი კვირის
შემდეგ უფრო დავსუსტდი, იძულებული გავხდი ექიმს გავესინჯე. სახლში მოსულმა
ვერაფერი გამიგო, საავადმყოფოში დაწოლა და გამოკვლევების ჩატარება მირჩია,
დედაჩემიც დაჟინებით მოითხოვდა ამას. ანალიზების პასუხში საგანგაშო და
სიცოცხლისთვის საში არაფერი ყოფილა, მაგრამ იყო ის, რამაც შენი თავი ერთხელ
უკვე წამართვა და შესაძლოა მეორედაც იგივე მოხდეს. __ სალომე გაჩერდა,
უჭირდა ყველაზე მთავარი ეთქვა გიოსთვის. შესაძლებელი იყო ბოლო წამებს ატარებდა
მასთან და ცდილობდა რაც შეიძლება გაეწელა ეს დრო. გიომ ნიკაპზე ხელი
მოჰკიდა, თავი ზევით ააწევინა, თვალზე მომდგარი ცრემლი თბილი ხელისგულით
მოსწმინდა და ჰკითხა.
__ რა არის სალო, რა არის ისეთი რის თქმასაც ვერ ბედავ?
__ გიო, მე შვილი არასდროს არ მეყოლება! __ სახე ხელებიდან გამოაცალა,
შებრუნდა და მანქანის მინას შეხეთქებული წვიმის წვეთებს მიაპყრო მზერა,
თითქოს ცდილობდა გაეგო რას დარდობდა ზეცა, რის გამოც ამდენ ცრემლს ღვრიდა. გიოს
გაეღიმა, მაგრამ სალომეს მისი ღიმილი არ დაუნახავს. სიგარეტს მოუკიდა,
რამდენიმე ღრმა ნაფასი დაარტყა და ჩამწვარი სიგარეტი, ოდნავ ჩამოწეულ
ფანჯარაში გადააგდო, მერე სალოსკენ შებრუნდა, ხელი მოხვია და გულში მაგრად
ჩაიკრა.
__ ჩემი სულელი გოგო, როგორ იფიქრე რომ ამის გამო შენზე უარს ვიტყოდი. ___
სალომეს მეტი აღარ უნდოდა, გიოს მკერდში თავჩარგული ხმამაღლა აქვითინდა და
ამდენი ხნის ნაგროვებ ცრემლებს გზა მისცა. __ იტირე სალი, იტირე. თურმე რა
ტვირთს ატარებდი მთელი ამ დროის განავლობაში, მე სულელი კი... 
კატეგორია: B o o K ♥ | ნანახია: 916 | დაამატა: BoToTa♥
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გამოკითხვა))
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
სულ პასუხი: 37
პროფილი
მინი-ჩეთი
გამოკითხვა))
როგორია საიტი? <3
სულ პასუხი: 29
Top ავტორები
1 BoToTa♥
ადმინისტრატორი
სიახლეები: 204
კომენტარები: 185
2 ♥NiiNii♥
ადმინისტრატორი
სიახლეები: 184
კომენტარები: 121
3 the_nincho
მოდერატორი
სიახლეები: 40
კომენტარები: 16
4 Cici:):)
მომხმარებელი
სიახლეები: 24
კომენტარები: 55
5 Ancho))
მომხმარებელი
სიახლეები: 5
კომენტარები: 54
გამოკითხვა))

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



Copyright MyCorp © 2025